ქურდობა თუ ბანკომატის გაუმართავობა – რა მოხდა ახალციხეში, “ლიბერთი ბანკის” მიმდებარედ

November 20, 2023

ქურდობა თუ ბანკომატის გაუმართავობა – რა მოხდა რეალურად გუშინ ახალციხეში, “ლიბერთი ბანკის” მიმდებარედ, ოფიციალური უწყებებისგან, ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.

საუბარია, ბანკის მიმდებარედ ხმაურზე, რა დროსაც მოქალაქე ნონა დუმბაძემ, სავარაუდოდ ფულის მოპარვის საქმეზე პოლიცია გამოიძახა.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, მოქალაქეს თანხა არათუ მოპარეს, არამედ – “ბანკომატმა ჩაუყლაპა.”

“ლიბერთი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. თქვეს, რომ ეს კონფიდენციალურია და ტელეფონი გაგვითიშეს.

ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ არც შსს-ში.

შემთხვევა გუშინ, “ლიბერთი ბანკის” მიმდებარედ დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ადგილზე იყო რამდენიმე საპატრულო პოლიციის მანქანა.