“გვერდით ქალი შევნიშნე, რომ ვკითხე თანხაზე გაქცევა სცადა” – მოქალაქე ლიბერთი ბანკთან ხმაურზე

November 19, 2023

დღეს ახალციხეში, ლიბერთი ბანკთან ხმაური იყო. როგორც მოქალაქე ნონა დუმბაძე გვეუბნება, ბანკომატიდან თანხის გამოტანის დროს, სავარაუდოდ ფული მოპარეს, – რის გამოც მან 112-ში დარეკა.

“ბანკომატიდან თანხის გამოტანას ვცდილობდი. თანხის გადატანას რომ დავაჭირე, ჩემთან მამაკაცი მოვიდა და გადახდის აპარატზე დახმარება მთხოვა. როდესაც შევტრიალდი დასახმარებლად ბანკომატში, გამოტანილი თანხა აღარ დამხვდა.

გვერდით ერთი ქალი შევამჩნიე და ცელოფნის ჭრაჭუნი გავიგე, რომ ვკითხე თანხაზე მან გაქცევა სცადა,” – გვეუბნება მოქალაქე.

ჩვენს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ ბანკომატს თანხა უკან დაებრუნებია, იგი გვპასუხობს, რომ ბარათზე თანხა შეამოწმა, თუმცა თანხა ანგარისზე არ ირიცხებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო  სამართალდამცავების მანქანები .

ნონა დუმბაძე გადაიყვანეს დაკითხვაზე. დაიწყება თუ არა გამოძიება ინციდენტზე, ჩვენი რედაქცია შსს-გან პასუხს ელოდება.

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.