გარდაბნის 5 ა(ა)იპის თანამშრომლებისთვის 800 000-მდე ლარის პრემია დანამატი გაიცემა

December 19, 2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 ა(ა)იპის თანამშრომლებისთვის, პრემია დანამატის სახით თითქმის 800 000 ლარი გაიცემა, – ამის შესახებ გუშინ, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს და დეპუტატების ნაწილმა მხარი დაუჭირა.

საკრებულოზე წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება პრემია დანამატების სახით 570 000 ლარს მიიღებს;
• სუფთა ქალაქი – 29 000 ლარს;
• თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის – 5 000 ლარს;
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – 7 100 ლარს;
• კულტურისა და ხელოვნების ცენტრი – 37 660 ლარს;
• სპორტული ცენტრი – 102 100 ლარს;

როგორც საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ლევან ნიჟარაძე გვეუბნება, ყველა საკითხი დაკმაყოფილდა.

რატომ გადაწყვიტა გარდაბნის მერიამ, ა(ა)იპებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოეყო თანხა? – გარდაბნის მერიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიების გაცემას და სხდომაზე განხილულ სხვა საკითხებს “ქართული ოცნების” ყველა წევრმა მხარი სრულად დაუჭირა, ხოლო ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს.