400 000-ზე მეტი ღირებულების საჩუქრები ახალციხის საკრებულოს წევრებისთვის და მათი ოჯახებისთვის – IDFI

December 19, 2023

ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირებმა და მათი ოჯახის წევრებმა, 2020-22 წლებში 400 000-ზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, ზემოთხსენებული დროის მონაკვეთში, მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტი და მაღალი ფასის საჩუქარი მიიღეს თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებმა და მათმა ოჯახის წევრებმა. ჯამში 1 700 000-ზე მეტი ღირებულების.

შემდეგია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები – 600 000-ზე მეტი ლარის და ბორჯომის მუნიციპალიტეტი 350 000-მდე ლარის ღირებულების საჩუქრებით.

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ამბარცუმ ბაბოიანის ოჯახის წევრს, 2020 წელს 8 000 $-იანი ავტომანქანა აჩუქეს.

ჩვენ გვინდოდა დავკავშირებოდით ახალციხის საკრებულოს და ბორჯომის მერიას თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

კვლევის მიხედვით, 2020-2022 წლებში მუნიციპალიტეტების 224-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება 9.8 მილიონ ლარს შეადგენდა.