“გუფი ლენდი” , “შვიდკაცა” – წალკის მერიის 100 000 ლარიანი საახალწლო ღონისძება

December 19, 2023

წალკის მუნიციპალიტეტში 2024 წლის შესახვედრად გასამართი ღონისძიებებისთვის, 100 000 ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი, “ახალი წლის დღეები საქართველოში“ მთავრობის ინიციატივით იმართება, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, წალკის მერიამ ღონისძიების ორგანიზებისთვის გამარტივებული შესყიდვა, შპს  „კოლექტიკა“-ს გაუფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სცენის მოწყობა, ტერიტორიის დასუფთავება, დაცვა, დაიქირავოს ტექნიკური პერსონალი და მომღერლები.

წალკაში 29 დეკემბერს ანსამბლი შვიდკაცა 9 800 ლარად და გუფი ლენდი 14 160 ლარად იმღერებენ. ასევე, დაგეგმილია დრამ სკოლის მუსიკალური მსვლელობა და ღონისძიების წამყვანის, ზურა გორგაძეს დაქირავება 2  500 ლარად.