“გოგო გათხოვდება წავა,” – შეხვედრა ადიგენის სოფელ უდეში

July 7, 2023

“გოგო გათხოვდება წავა,” – განათლების ხელმისაწვდომობა, უფლებების შელახვა სქესის გამო, ქალების დაბალი ანაზღაურება კაცებთან შედარებით

ვსაუბრობთ ქალის და კაცის თანაბარი უფლებების მნიშვნელობის შესახებ, ადიგენის სოფელ უდეში

https://youtu.be/kTQd-q0CGjU

სოფელი უდე ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 220 მეტრზე. საქსტატის ცნობით, აქ 3 000-მდე მოსახლეა.

ოფიციალური ინფორმაციით, სოფელში ადამიანის ცხოვრების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ქვის ხანიდან დასტურდება. აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ნივთები, რომელსაც უდეს განძს უწოდებენ და რომელიც სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.

სოფელი გარდა მრავალსაუკუნიანი ისტორიისა, გამორჩეულია მისი მრავალფეროვანი და უნიკალური ბუნებით. ჩვენ ამ სოფელში ქალთა უფლებებზე სასაუბროდ მოვედით.

სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო რუხაძე ადგილობრივებს ისეთ სტერეოტიპებზე და მავნე პრაქტიკებზე ესაუბრება, როგორიცაა ბავშვის დაბადება – არ დაბადების საკითხი მისი სქესის მიხედვით, ქალების დაბალი ანაზღაურება კაცებთან შედარებით, უფლებების შელახვა სქესის გამო და ა.შ

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალები კაცი კოლეგების ხელფასზე დაახლოებით 18%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. საქსტატის ცნობით, ჩვენს ქვეყანაში ქალის ანაზღაურება კაცისას თითქმის ყველა სექტორში ჩამორჩება.

შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის” ხელშეწყობით პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროექტს ჟურნალისტიკის რესურსცენტრი, TOK TV-სთან პარტნიორობით ახორციელებს.