“ჯოხი დაბალ ფენაზე გადატყდა, ხოლო დამნაშავე კლინიკაა,” – მეგი ბაქრაძის მეუღლე

July 7, 2023

“ჩემი 35 წლიანი მუშაობის მანძილზე ეს არის ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილება,”- ასე აფასებს ახალგაზრდა მედდის, მეგი ბაქარძის საქმეში ფიგურანტი ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის შესახებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ადვოკატი, ბონდო ვატიაშილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმს, ცრუ ჩვენების მიცემის გამო, 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვატიაშვილი გვეუბნება, რომ გადაწყვეტილებას “გაასაჩივრებს.”

საუბარია, ახალციხის კლინიკა “იმედის” მედდის, მეგი ბაქრაძის ექიმზე, რომელიც თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ როცა მედდა ვაქცინაციის შემდეგ ცუდად გახდა მასთან იმყოფებოდა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა და თავადაც აღიარა, ვიოლეტა ინასარიძე არათუ პაციენტთან, არამედ კლინიკაშიც არ იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად, პატიმრობა მიესაჯათ კლინიკა “იმედის” კიდევ ორ თანამშრომელსაც.

რა პოზიცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მედდის მეუღლეს, მანუჩარ კობახიძეს თქმით, “ჯოხი დაბალ ფენაზე გადატყდა, ხოლო დამნაშავე კლინიკაა.”

იმედში ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ. შეგახსენებთ 2021 წელს, კლინიკა „იმედის“ ექთანმა, მეგი ბაქრაძემ ახალციხეში კოვიდვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში გონება დაკარგა. ხოლო მეორე დღეს გარდაიცვალა.

რა გახდა მედდის გარდაცვალების მიზეზი? – ამ დრომდე უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. ამის შესახებ არც ოჯახი და არც ოფიციალური უწყებები საუბრობენ.