ჩორჩანში საავტომობილო გზა დაზიანდა

July 7, 2023

ადიგენის სოფელ ჩორჩანში საავტომობილო გზა დაზიანდა

ამ გზით ადიგენის სოფელ ჩორჩანში მოხვდებით. როგორც კადრში ხედავთ გზა დაზიანებულია. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებები რამდენიმე თვეა გაჩნდა, თუმცა გასულ კვირებში ადიგენში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გზა სრულად დააზიანა.

აქვთ თუ არა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, აპირებენ თუ არა და როდის პრობლემის მოგვარებას? – კითხვით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდით. ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, გაზაფხულზე იგეგმება გზის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვისთვის მილიონ 800 ათასზე მეტი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 150 000 ლარი არსებული გზების მოვლა შენახვისთვის და შეკეთებისთვისაა გამოყოფილი.