ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში “გუმბათობა 2022” დღეს არ ჩატარდება. როგორც სოციალური საწარმო „გუმბათის“ წარმომადგენელმა გვითხრა, მიზეზი გუშინ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული ამბავია.
აქვე გვეუვნებნებიან, რომ ტრადიციული ღონისძიება უახლოეს დღეებში გაიმართება. ღონისძიებაზე საგამოფენო სივრცეები და საბავშო გასართობი პროგრამები იქნება. ასევე, დააჯილდოებენ საპატიო გუმბათელებს.
გუმბათობა პირველად 2020 წელს ჩატარდა. ღონისძიების მიზანია საზოგადოებისთვის სოფელ გუმბათის გაცნობა.
გუმბათობა 2022 -ის მხარდამჭერები არიან წალკის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ წალკის მუნციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა და სოციალური საწარმო გუმბათი.