დიდ და პატარა არაქალში, პატარა გონდრიოსა და ყულალისში გზის რეაბილიტაცია იგეგმება #ტენდერი

January 13, 2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ოთხი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს. დიდი არაქალი-პარატა არაქალის დამაკავშირებელი გზისთვის 800 000, ხოლო პატარა გონდრიო – ყულალისის გზისთვის 300 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული, – ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 

ნინოწმინდის მერიაში გვეუბნებიან, რომ კომპანიამ, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, გზის 1,5 კილომეტრამდე მონაკვეთი, 12 კვირის განმავლობაში უნდა დააგოს. დოკუმენტის მიხედვით, თანხის 95 % ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დანარჩენი 5% კი – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

განცხადებების მიღება 26-31 იანვრამდე იწარმოებს.