ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა- ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ 12 729 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯამრთელდა 11 199.
გასული კვირის განმავლობაში აცრილთა შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე არ იძებნება. მონაცემების დასაზუსტებლად ჩენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. ორივე უწყებაში გვითხრეს რომ ვაქცინაციის პროცესი არ შეჩერებულა, თუმცა სტატისტიკას ვერ გვაწვდიან.