წალკელი მართლმადიდებლები წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დღეს 1870-იან წლებში აგებულ ტაძარში აღნიშნავენ

August 9, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტაში მცხოვრებლები დღეს, მართლმადიდებელი წმინდანის პანტელეიმონ მკურნალის დღეს აღნიშნავენ. ადგილობრივი მართლმადიდებლები, ტრადიციულად, ამ დღეს წმინდანის სახელობის ეკლესიაში იკრიბებიან.

არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის ინფორმაციით, ტაძარი დარბაზული სტილისაა და ის სოფელ კოხტაში მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა. ადგილობრივები აშენების თარიღად 1870-იან წლებს ასახელებენ.

რელიგიურ რიტუალს თან ახლავს ადგილობრივი წესიც, რომლის მიხედვით სოფლის მცხოვრებლები წირვის დასრულების შემდეგ ტაძრის ეზოში საქონელს კლავენ.

მართლმადიდებელთა წყაროების მიხედვით, წმინდა პანტელეიმონ მკურნალი მესამე საუკუნის ბოლოსა და მეოთხეს დასაწყისში მოღვაწეობდა. ის, რელიგიური წყაროების მიხედვით, წამებით აღესრულა.