“ერთ თვეში თუ კიდევ 11 კილოგრამს დაიკლებს, შეიძლება ითქვას, რომ მისგან აღარაფერი დარჩება,”- ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სააკაშვილზე

August 10, 2022

“სააკაშვილის წონაში კლება თვალშისაცემია,”-გვეუბნება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელმაც ექსპრეზიდენტი დღეს კლინიკა “ვივა მედში” მოინახულა.

 როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ექსპრეზიდენტს დაახლოებით 11 კგ აქვს დაკლებული. მისივე თქმით, დღეს რა მკურნალობაც უტარდება სააკაშვილს, როგორც ჩანს საკმარისი არაა და თვლის, რომ უკეთესი იქნებოდა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. 

ჩვენ კითხვაზე, აპირებს თუ არა ექსპრეზიდენტი შეწყალების თხოვნით მიმართოს  პრეზიდენტს, გვიპასუხა, რომ ამ საკითხზე არ უსაუბრიათ.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის და სააკაშვილის პირველი შეხვედრა პატიმრობის პერიოდში. მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილთან საკანშიც იმყოფებოდა და მართლმადიდებელთა წესით აზიარა.