ბორჯომში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – შსს

August 9, 2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან, გზიდან სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.

იგივე წყაროს ინფორმაციით,  ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ გარდაცვლილია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სსკ 276 მუხლით მიმდინარეობს.