ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“ლუციფერის მხილება” – ანტიდასავლური შინაარსის წიგნები ამ სათაურით საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს დაურიგდათ.
როგორც პარტია “ლელოს” აპარატის უფროსმა, ლანა გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, წიგნები იმ დროს მიიღეს, როდესაც პრორუსული ორიენტაციის პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” აქცია იმართებოდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ფაქტი დადასტურებულია და განმარტებულია, რომ პუბლიკაცია ავტორმა, ალექსანდრე ქოჩიაშვილმა მიაწოდათ და პარლამენტის კანცელარიამ ის ადრესატებს დაურიგა.
ამავე წყაროს მიხედვით, წიგნები განკუთვნილი იყო “საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრებისთვის.”
ოპზოციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას აზრით, წიგნის დარიგება “რუსულ კანონს” და “კონსერვატიული მოძრაობის” აქციას უკავშირდება. მისივე თქმით, მის პარტიას წიგნები არ მიუღია.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, წიგნში საუბარია “ებრაელთა სექტაზე” ; “შეთქმულებაზე” და მსგავს საკითხებზე.
წიგნის წინასიტყვაობაში, რომლის გარეკანზეც თავისუფლების ქანდაკების სახეზე ლუციფერია გამოსახული, ვკითხულობთ:
“ამ წიგნს ვუძღვნი საქართველოს – მოტყუებულს, გაყიდულს, გაძარცვულს და განწირულს.”
რა მოტივი ამოძრავებდა ავტორს პუბლიკაცია პარლამენტში გაევრცელებინა? კითხვაზე ალექსანდრე ქოჩაიშვილის პასუხის მიღების შემთხვევაში მასლა განახლდება.