მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთზე ნარჩენის დაწვისთვის ჯარიმა წესდება

March 15, 2023

მიწის ნაკვეთზე მარცვლოვანი ნაწვერალის გადაწვისთვის მკაცრი ჯარიმა წესდება – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. მთავრობამ სამინისტროს კანონპროექტი მოიწონა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებების მოსალოდნელი შედეგი მავნე პრაქტიკის – მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდების აღმოფხვრაა.

უწყების ცნობით, ზემოთაღნიშნული ქმედების გამო, იგეგმება სანქციების დაწესება. კერძოდ:

1. ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის ოდენობის.

2. იურიდიული პირებისთვის – 2 000 ლარის ოდენობით.

“როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს და ამავდროულად აღნიშნული ქმედება დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთანავე დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა,” – წერია განცხადებაში.