საბჭოთა “მემკვიდრეობა” გარდაბანში- 40 624 კვმ. ღია ორმო საფრთხის ბევრი ფორმით

March 14, 2023

ავტორი: რუსტამ მაილოვი

40 ათას კვ.მ-ზე მეტი ფართობის ღია ორმო გარდაბნის მირზა გელოვანის ქუჩაზე უკვე 60  წელზე მეტია არსებობს.
გასული საუკუნის 60-იან წლებში ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მას კარიერის ფუნქცია ჰქონდა, თუმცა გზის გაყვანის შემდეგ ტერიტორია მოწესრიგების გარეშე დატოვეს.
წლების განმავლობაში ორმო ისევ ღიად რჩებოდა და პერიოდულად ნაგვით ივსებოდა. დღეს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ღია ორმო მოსახლეობას სანიტარულ და სხვა სახის საფრთხეს  უქმნის. ტერიტორია დღემდე არ არის შემოსაზღვრული.

გარდაბანში სანაპიროს ქუჩაზე Მცხოვრები ემილ იგიდოვი ამბობს, რომ:
„ზაფხულში საშინელი სუნია და იმდენი კოღოა გაქცევა მოგინდება. საშიშია ამ ორმოში არსებული წყალიც, რომელიც  შეიძლება ეზოში არსებული ჭაში აღმოჩნდეს, ჩვენ მას ვსვამთ“.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ რამდენიმე წლის წინ ორმოში მამაკაცი ჩავარდა, ის  ხალხმა გადაარჩინა. Გარდაბანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ სახიფათო ტერიტორიის შემოღობვას და მოწესრიგებას წლებია ითხოვენ. Შედეგი ჯერ არ ჩანს.

პრობლემის მოგვარების ადვოკატირებას ცდილობს გარდაბნის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრი“. Გვეუბნებიან, რომ  მათ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და ეკონომიკის სამინისტროს. ასევე ფოტო პრეზენტაცია გააკეთეს საკრებულოს წევრებისთვის. Თუმცა შედეგი არც მათ ინიციატივას მოჰყოლია. 

Რომელი უწყების ბალანსზეა 40 ათასი კვადრატული მეტრის ოდენობის ფართი და რატომ ჭირს მისი ადამიანებისთვის უსაფრთხო სტანდარტებში მოყვანა?  მივმართეთ  გარდაბნის მერიას. Უწყებაში გვეუბნებიან, რომ ტერიტორია არ არის მუნიციპალიტეტის ბალანსზე.

მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროსაც. Ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოში გვითხრეს:

“ადგილობრივმა თვითმმართველობამ წერილობით უნდა მოგვმართოს, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით სამუშაობები ჩატარდეს”. 

აღნიშნულის შემდეგ განმეორებით დავუკავშირდით გარდაბნის Მერიას. უწყებაში გვითხრეს, წერილობით მიმართავენ ქონების მართვის სააგენტოს.