მინაძეში სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება – #ტენდერი

March 16, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში, 450 კვ. მ-ის ფართობის სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც მერია 90 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობა და მისი აღჭურვა ფეხბურთის და კალათბურთის კარებით და განათებით.

მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ ამისთვის თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო მოედნის მოწყობის გადაწყვეტილება, “მოსახლეობის მოთხოვნის და არსებული საჭიროებების მიხედვით მიიღეს.”

წინადადებების მიღება 24-27 მარტს იწარმოებს.

აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ ახალციხეში, 18 ქუჩაზე სულ 21 სპორტული მოედანია მოწყობილი, რომელთაგან 9 დაზიანებულია.