“მთავარი არსი, რამაც ავარია გამოიწვია არის ის, რომ მიკროავტობუსი გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რაც არის სასიკვდილო საფრთხის შემცველი,” – აცხადებს დაცვის მხარის მიერ დაქირავებული ექსპერტი, რევაზ ველიჯანიშვლი, რომელმაც არალთან მომხდარი ავარიის მიმდებარე ტერიტორია შეისწავლა და საექსპერტო დასკვნა დადო. ექსპერტი, დაცვის მხარემ დაიქირავა.
დღეს, 8 სექტემბერს ადიგენის, სოფელ არალთან მომხდარი ავარიის საქმეზე ველიჯანაშვილი დაკითხეს. მან სასამართლოში აღწერა თუ რა მეთოდოლოგიით და რაზე დაყრდნობით დაწერა საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც საგზაო მოძრაობის წესები, რომელმაც ავარია და არასრულწლოვანის გარდაცვალება გამოიწვია, მიკროავტობუსის მძღოლმა დაარღვია.
ვიდეოები
მომხარზე სატვირთოს მძღოლი დააკავეს, პროკურატურა სამხარაულის ექსპერტების დასკვნების საფუძველზე აცხადებს, რომ სწორედ სატვირთოს მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და არა მიკროავტობუსის.
სწორედ ეს განსხვავებული პოზიციები გახდა საფუძველი იმისა, რომ მხარეებმა კომისიური ექსპერტიზის დასკვნები დამოუკიდებლად დაწერეს. რატომ არ მიიღო მონაწილეობა ველიჯანიშვილმა ბრალდების მხარის მიერ დანიშნულ კომისიურ ექსპერტიზაში? – როგორც მან სხდომაზე თქვა, ისინი სწორედ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პოზიციებში ვერ შეთანხმდნენ.
სასამართლოზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები პირველ აპრილს დაკითხეს. ორივე მათგანი ირწმუნებოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი საპირისპირო ზოლში გადაადგილდებოდა მისი უფლება ჰქონდა, რადგან მისი სავალი ნაწილი დაზიანებული იყო.
ავარიის საქმეზე სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. მომდევნო სხდომაზე, რომელიც 29 აპრილს ჩაინიშნა, მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან.
ამავე თემაზე: პროცედურების დარღვევით მოპოვებული ვიდეო? – არალთან მომხდარი ავარიის საქმე გრძელდება
მიკროავტობუსის სიჩქარეზე უკვე მეორე მოწმე საუბრობს – არალთან მომხდარი ავარიის საქმე გრძელდება
“ავარიის დროს Tik-Tok-ს სქროლავდა და სწრაფად დადიოდა,” – არალთან მომხდარი ავარიის საქმე
: ერთ დღეში დაწერილი დასკვნა და დაუდგენელი გარემოებები – არალთან ავარიის საქმე სასამართლოში
არალთან მომხდარი ავარიის საქმე: სასამართლო სხდომა გადაიდო
დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს შეეჯახა და არასრულწლოვანის დაღუპვა გამოიწვია