ორჯერ გამოცხადებული და ჩაშლილი ტენდერის გამო, ახალქალაქის მერია პირდაპირი წესით, უტენდეროდ გამოყოფს თანხას ბიუჯეტიდან ახალი წლის შესახვედრად. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა დაგვიდასტურა. ტენდერი საახალწლო ღონისძიებების გასამართად 40 ათას ლარზე იყო გამოცხადებული.
ახლა რამდენის დახარჯვა იგეგმება? Მაკარიანმა ჩვენს კითხვას არ უპასუხა.რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს.
ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ წელს ისინი ახალს არაფერს შეიძენენ, ხოლო ნაძვის ხის და ქუჩების მორთვის მიზნით ბიუჯეტიდან 5 800 ლარამდე თანხა გამოიყოფა.
საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი ახალციხის, ასპინძის და ნინოწმინდის მერიაშიც.