რა გართულებები წარმოშვა საქართველოში თოვლის მოსვლამ?

December 22, 2021

 საქართველოს უმეტეს რეგიონში დღეს თოვს. ნალექმა არაერთი პრობლემა შექმნა, მათ შორის უბედური შემთხვევა მოხდა რიკოთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ვერტყვიჭალაში სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

 საავტომობილო გადაადგილების სირთულეები იყო არაერთი მიმართულებით, მათ შორის  გართულებები წარმოშვა სამცხე-ჯავახეთშიც, ადგილობრივების თმით უამინდობის გამო რაბათის დასახლებაში ავარია მოხდა. ​ასევე, გადაადგილება შეზღუდული იყო ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ფარეხასთან და ადიგენის სოფელ არალშიც. მუნიციპალიტეტების მერიებში გვეუბნებიან, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. 

ინტენსიური თოვის და რთული მეტეოროლოგიური პირობების ქარბუქი, ცუდი ხილვადობა, ყინვის გამო, საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე შეზღუდული გადაადგილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც.