„მუსიკასთან ჩემი მეგობრობა საბავშვო ბაღიდან იწყება“ – ნია შავაძე

October 2, 2026

🎶 ვაგრძელებთ ახალციხელი ახალგაზრდა შემსრულებლების გაცნობას, რომლებსაც პროექტ „ურბანული ხმების“ ფარგლებში ჩვენს აუდიტორიას ეტაპობრივად წარვუდგენთ.

ნია შავაძე 18 წლის, ანსამბლ „მესხ-ფოლკისა“ და გიტარის სტუდია „String Wave“-ის წევრი. ვოკალის ტექნიკას „Non Art Music“-ში სწავლობდა, ამჟამად კი სალოტბარო სკოლაში სწავლობს და სხვადასხვა ხმას ასრულებს.

„მუსიკასთან ჩემი მეგობრობა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან იწყება. პირველი სიმღერა სწორედ ბაღში ვიმღერე ცოცხალი აკომპანემენტით რევაზ ლაღიძის „თბილისო“. ვარ ანსამბლ „მესხ-ფოლკისა“ და გიტარის სტუდია „String Wave“-ის წევრი. ვოკალის ტექნიკა „Non Art Music“-ში შევისწავლე. ვსწავლობ სალოტბარო სკოლაში და ვმღერი ყველა ხმას.“

ნია მუსიკალურ განვითარებას აგრძელებს და მისი მთავარი სურვილია, ცნობილ ნორვეგიელ მომღერალ AURORA-სთან ერთად დუეტი ჩაწეროს.

📍 13 ნოემბერი – Asea Sool ლაივ კონცერტი და მუსიკალური მასტერკლასი

📍 14 ნოემბერი – String Wave ლაივ შესრულება

მისი და სხვა ახალგაზრდა შემსრულებლების შესახებ „ურბანული ხმების“ ფარგლებში ეტაპობრივად მოგიყვებით. 💛