ბაღდათის სოფელ ნარგეეთში მეწყერში მოყოლილი ცხრავე ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ავრცელებს.
სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. ოფიციალური ინფორმაციით, სახლებში 10 პირი იმყოფებოდა, მაშველებმა ერთი ადამიანი გადაარჩინეს დანარჩენი – დაიღუპა.
აქვე გეტყვით, იმის შესახებ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ნერგეეთში მეწყრული პროცესების საფრთხე არსებობდა საუბარია, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წელს მომზადებულ კვლევაში.