“ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები” – შეხვედრა მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის

February 2, 2022

ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოში მომუშავე სამოქალაქო სექტორსა და რეგიონული მედიების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ორგანიზატორი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრია. 

შეხვედრას, რომელსაც 55-მდე პირი ონლაინ სივრცეში ესწრებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე, დავით ნარდაია უძღვებოდა.