Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახალი ნაგავშემკრების მშენებლობა იგეგმება

May 4, 2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახალი ნაგავშემკრების მშენებლობა იგეგმება, – წერს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ, სოფელ ჯიგრაშენთან არსებული ნაგავშემკრების დახურვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. 

დღეს, სოფელ ჯიგრაშენთან მოსახლეობა შეიკრიბა და ნაგავშემკრების დახურვა ითხოვა, რადიო NOR-ის ინფორმაციით, მოქალაქეებმა ნაგავშემკრებამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს. კომპანიის მეირ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დღეს მათი წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და მოსახლეობასთან ერთად პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამდნარი თოვლისა და ძლიერი წვიმების შედეგად წყლის ნაკადმა ნაგავი ჩამორეცხა და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გაავრცელა. მოსახლეობის თქმით, დაზიანდა როგორც სავარგულები, ასევე საძოვრები. (წერს Jnews)

ნაგავშემკრები რომელიც გარემოს აბიძნურებს – ნინოწმინდელების პროტესტი

კომპანია თავის გამოქვეყნებულ პოსტში ადასტურებს, რომ მთიდან ჩამოსული წყალი, ნაგავშემკრების გავლით მოსახლეობის მიწებს პრობლემებს უქმნის. მათივე ინფორმაციით უკვე შეარჩიეს ალტერნატიული მიწის ნაკვეთი, სადაც ახალ, თანამედროვე ნაგავშემკრებს ააშენებენ. ხოლო, ძველი დაიხურება.

თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.

ფოტო: Radio NOR