“ორივე მხარე გამოთქვამს ინტერესებს, რომ წავიდნენ დათმობაზე,” – 8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორი ამჯერად მართლმადიდებელ სასულიერო პირებს შეხვდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მეირ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება, ადიგენში, წერეთლის 18-ში კერძო სახლში მუსლიმები ლოცვას აღარ აღავლენენ. ამასთან, შეწყდება საპროტესტო აქციებიც.
ადიგენი: სიჩუმე ხმაურის შემდეგ
არსებული ინფორმაციით მოლაპარაკებები შემდეგია: ადიგენის მერია, გამოყოფს 50 000 ლარს, რომლითაც მუსლიმი მხარე სავარაუდოდ სოფელ იჯარეთში შეისყიდის სახლს, ან ახალს ააშენებს, სადაც სამლოცველოს და მედრესეს გახსნიან.
მართლმადიდებელ სასულიერო პირებს და მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა და ჩვენთვის მისი დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აქვე გეტყვით, რომ 8 მარტს, ადიგენში, კერძო სახლის მიმდებარედ ადგილობრივები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი სახლში მოწყობის სამლოცველოს გახსნას აპროტესტებდნენ.
გარდა მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა, ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა სახლის მეპატრონეს, მერაბ მიქელაძეს, სამცხე-ჯავახეთის მუფთს, მამუკა ვაშაყმაძეს და ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში, ტარიელ ნაკაიძეს. რაზე იმსჯელეს მხარეებმა გაიგეთ სტატიიდან: რა ბედი ელის ადიგენში მუსლიმთა სამლოცველოს – 5 საათიანი მოლაპარაკების შედეგი