TOK TV-ის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი “Mapping Media Freedom”-ის რუქაზე მოინიშნა

March 14, 2024

TOK TV-ის ჟურნალისტის საქმიანობაში, პოლიციელების მხრიდან ხელის შეშლის ფაქტი, ევროკავშირის მიერ შექმნილ პლატფორმაზე, მედიის თავისუფლების რუქაზე მოინიშნა. რუქაზე ევროკავშირის მასშტაბით, ჟურნალისტის საქმიანობაში სხვადასხვა სახით და სხვადასხვა უწყებების მეირ ხელის შეშლის ფაქტებია მონიშნული, ამ ეტაპზე 8 351 შემთხვევაა ასახული მათ შორის საქართველოდან 4. 

ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია, 8 მარტს, ადიგენში, წერეთლის 18-ში არსებული მუსლიმთა სალოცავის მიმდებარედ გამართულ აქციაზე მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც სამართალდამცავებმა , ჩვენს ჟურნალისტს ამ მისცა საშუალება მისულიყო იმ ადგილამდე, სადაც მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები, მართლმადიდებელი სასულიერო პირები და სახლის მეპატრონე იმყოფებოდა.

რა ხდება ადიგენში – პროტესტი

რა სახის რეაგირება მოჰყვა, ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს? – შსს-დან ინფორმაციის მიღებას თითქმის ერთი კვირაა ველოდებით.

აქვე გეტყვით, რომ “Mapping Media Freedom”-ს “Media Freedom Rapid Response” (MFRR) მართავს. ეს არის, ევროპის მასშტაბით მექანიზმი, რომელიც თვალყურს ადევნებს, აკონტროლებს და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და კანდიდატ ქვეყნებში.

ამავე თემაზე:

რა ბედი ელის ადიგენში მუსლიმთა სამლოცველოს  – 5 საათიანი მოლაპარაკების შედეგი

ადიგენი: სიჩუმე ხმაურის შემდეგ