უკვე რამდენიმე წელია, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ურავლის ხეობაში საავტომობილო გზასთან კლდის ნაწილი იშლება, რაც გადაადგილებისას საფრთხის შემცველია, – აღნიშნული კლდე მუნიციპალიტეტის მერიამ, მოძრავი ქვებისგან რამდენჯერმე გაასუფთავა, მათ შორის გუშინაც, მაგრამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის თქმით, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა ლოკაციის ჯერ შესწავლა და შემდეგ მასშტაბური სამუშაოების განხორციელება.
ორგანიზაცია უკვე 4 წელია, ახალციხის მერიას პრობლემის მოგვარებას სთხოვს, თუმცა ამ დრომდე საკითხით არავინ დაინტერესებულა.
შეგახსენებთ, რომ ურავლის ხეობაში კლდის ნაშალი რამდენჯერმე ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გზის მონაკვეთის დროებით ჩაკეტვა გამოიწვია. თამუნა უჩიძეს თქმით, გასულ წელს კლდე ორჯერ, ხოლო მიმდინარე წელს ერთხელ ჩამოიშალა.
წელიწადში რამდენჯერ უხდება მერიას კლდის გაწმენდა, რა თანხა იხარჯება ამისათვის, ვინ წყვეტს პერიოდული გაწმენდითი სამუშაოების აუცილებლობას, რამდენად საკმარისია იგი გზის უსაფრთხოებისთვის და იგეგმება თუ არა მონაკვეთზე მასშტაბური სამუშაოების ჩატარება? – საკითხებზე მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.