სექსუალური კავშირის იძულება და განზრახ მკვლელობის მცდელობა – რა მოხდა ახალქალაქში

December 16, 2022

ახალქალაქში, ე.წ სამხედრო დასახლებაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულს “სახელგამტეხი ინფორმაციის” გავრცელებით ემუქრებოდა და სექსუალური კავშირს აიძულებდა. რის შემდეგაც სადარბაზოში ტკბილეულთან და ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა, რომელიც აფეთქდა.

თავდაპირველად შსს-მ გამოძიება სსკ-ს 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს, თუმცა შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის მიღწევის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

შემთხვევა 13 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა