რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ქართველ ხალხს NATO-ში შესვლა არ უნდა – რუსეთის მორიგი სიყალბე

December 28, 2021

საქართველოს ნატო-ში შეყვანას ძალით ცდილობენ, რაც რუსეთისთვის წითელი ხაზის დარღვევაა,” – პროპაგანდისტული გზავნილი რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ეკუთვნის.  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პარალელურად, პუტინის გუნდში 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, ციტატა, “რუსეთის უსაფრთხოების დაცვითაა” მოტივირებული.

განცხადებაში, არგუმენტის გასამყარებლად საუბარია იმაზე, თითქოს ნატო-შ9ი გაწევრიანება ქართველი ხალხის უმეტეს ნაწილს არ უნდა, რაც სიყალბეა. აღნიშნულზე მეტყველებს საქართველოში ჩატარებული არაერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევა. 

ლავროვის განცხადება არის ტყუილი , რასაც 2008 წელს ჩატარებული რეფერენდიუმის და სოციალური კვლევების შედეგი ადასტურებს გვეუბნება  პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ალიკა გუჩუა