ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საბა კბილაშვილმა თანამდებობა და პარტია დატოვა. იგი ახალციხის საკრებულოში რჩება, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, – ამის შესახებ კბილაშვილმა ინფორმაცია თავად დაგვიდასტურა.
კბილაშვილი გვეუბნება, რომ თანამდებობის და პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზია ციტატა: “შეხედულებები, რაც აქვს და რისი თქმაც სურს, ღიად დააფიქსიროს.”
კითხვაზე, აძლევდა თუ არა “ქართული ოცნება” მას საშუალებას საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა გვპასუხობს, “რომ, არ უნდოდა პოლიტიკური თანამდებობიდან განცხადებების გაკეთება.”
კბილაშვილის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარს არ აკეთებს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე და გვეუბნება, რომ ჯერ მასთან არ ულაპარაკია.
კბილაშვილის განცხადებით, იგი უერთდება “პატივცემული კოლეგების მოწოდებას”. კერძოდ, მისივე თქმით, მან იმავე მოტივით დატოვა პარტია და თანამდებობა, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვა ლაგოდეხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრებმაც.