ნოემბრის თვეში, სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების 36 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ თვეში უკანონოდ ტყითსარგებლობის 393 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 324 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 69 – კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხ საამქროებს.
რაც შეეხება რეგიონებს:
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 120 ფაქტი გამოვლენილია კახეთში.
62 – აჭარაში
58 – სამეგრელო-ზემო სვანეთში
49 – იმერეთში
36 – სამცხე-ჯავახეთში
22 – გურიაში
17 – შიდა ქართლში
13 – მცხეთა-მთიანეთში
9 – რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში
7 – ქვემო ქართლში
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 504 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.