საახალწლოდ დათვის შერჩევისას, რომელი ესკიზებით იხელმძღვანელეს? – მერია ინფორმაციას არ გვაწვდის

December 5, 2023

2 მეტრიანი დათვის ფიგურა, რომელსაც ახალი წლის დღეებში ახალციხეში დადგამენ საახალწლო დეკორაციების ვებ-გვერდიდან შეარჩიეს, – ასეთ პასუხს გვაწვდის ახალციხის მერია სადღესასწაულოდ დათვის ფიგურის შერჩევის კრიტერიუმების შეკითხვაზე.

კონკრეტულად რომელი ესკიზებით იხელმძღვანელეს ? ამის შესახებ უწყებიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში არაფერი წერია.

ახალციხის მერია, რომ მანათობელი დათვის შესყიდვას გეგმავდა, ჩვენმა რედაქციამ 17 ნოემბერს სატენდერო დოკუმენტის მიხედვით შეიტყო.

მერია აღნიშნულისთვის 17 000 ლარს დახარჯავს. მუნიციპალურმა ორგანომ ხელშეკრულება უკვე გაუფორმა შპს “დანდს”, რომელიც ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.

აქვე გეტყვით, რომ ეს პირველი წელია, როდესაც მერიამ ცხოველის ფიგურის ყიდვა გადაწყვიტა – გასულ წლებში მსგავსი არ მომხდარა.