ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტთან ვალუტის გადასაცვლელი პუნქტის გარე ბაზრობის მოწყობაზე იმსჯელეს

December 5, 2023

ბოლო თვეების განმავლობაში ახალციხესა და ადიგენში მცხოვრებლები, პროდუქტის და საყოფაცხოვრებო ნივთების საყიდლად თურქეთში, კერძოდ არდაჰანში მიემგზავრებიან. მიზეზი, თურქული ვალუტის, ლირის ინფლაციის გამო პროდუქციაზე დაბალი ფასებია.

დღეს, ახალციხის და არდაჰანის მუნიციპალური ორგანოების შეხვედრაზე, გამარტივებული ვაჭრობის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

ასევე, საუბარი შეეხო ამ ორ მუნიციპალიტეტს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასაც.

ისაუბრეს ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტთან ვალუტის გადასაცვლელი პუნქტის და მიმდებარედ გარე ბაზრობის მოწყობის შესახებ.

თურქეთის დელეგაციასთან შეხვედრა დღეს, ახალციხეში გაიმართა.