16 800 საახალწლოდ ფოიერვერკისთვის – ახალციხე

December 6, 2023

ახალციხის მერია, მუნიციპალიტეტში გასამართი საახალწლო ღონისძიებების ფოიერვერკისთვის 16 800 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გევრდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს როგორც პიროტექნიკის მიწოდება, ასევე მისი ინსტალაცია და გაშვება, სხვადასხვა ღონისძიებების დროს.

აქვე გეტყვით, რომ Animal Project-ის ინიციატივით, მიმდინარეობს ონლაინ ხელმოწერების შეგროვება, პიროტექნიკის აკრძალვის თაობაზე. ამ დროისთვის პეტიციას 14 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

პეტიციის ავტორები მიმართავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს და პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ.

თუ გაქვთ სურვილი შეუერთდეთ პეტიციას, ეწვიეთ ბმულს: ( დააჭირეთ აქ )

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ, საახალწლოდ დათვის 2 მეტრიანი ფიგურისთვის 17 000 ლარი დახარჯა, გასანათებელი მოწყობილობებისთვის 3 700, ხოლო მთავარი ნაძვის ხისთვის – 140 000-ზე მეტი.

ფოტო: ახალციხის მერია

ამავე თემაზე: