ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ბარეთის თემის სოფლებში მოსახლოებამ დასახლების კრებაზე “ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩია.
თემში მერიის წარმომადგენლის ერმენტო გაბულდანის ინფორმაციით, ბარეთში ადგილობრივებმა სასმელი წყლის სისიტემის მოწყობა აირჩიეს, იმერაში -სპორტული ცენტრის მოწყობა, ლივადში-გზის მოხრეშვას მიენიჭა უპირატესობა, ხოლო საბეჭისში- სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა შეირჩა.
თითოეულ სოფელში დასახლების კრებას 50-ზე მეტი მოსახლე დაესწრო.
ერმენტო გაბულდანის თქმითვე, სოფელ იმერაში მოსახლეობას გადასასვლელი ხიდების მოწყობის სურვილიც აქვს და თუ უკვე გამოყოფილ თანხას კიდევ დაემატება, ამ პროექტსაც განახორციელებენ. სოფელ ლივადში ბიბლიოთეკის სახურავი ჩამონგრეულია და დმატებითი თანხის მოძიების შემთხვევაში, სოფელი ამ პრობლემის მოგვარებასაც შეეცდება.
ბარეთის თემში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: სოფელი ბარეთი- 12 000 ლარი, ლივადი- 10 000, საბეჭისი- 12 000, იმერა-12 000 ლარი.
წალკის მუნიციპალიტეტში დასახლების კრებების ჩატარება 31 იანვარს დაიწყო და დღეს დასრულდება.