რაზე ისაუბრეს კარასინმა და აბაშიძემ სატელეფონო საუბრისას

February 2, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 

რაზე ისაუბრეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ და რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბრისას, რომლის ჩანაწერი Youtube არხ კიბერ კმარაზე გავრცელდა.

გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ოფიციალური პირები საავტომობილო გზაზე საუბრობენ, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად რომელი ნახსენები არ არის.

“მე იცი რის გამო ვრეკავ, მე მქონდა დეტალური საუბარი ჩვენს ტრანსპორტის სამინისტროსთან, ხელმძღვანელობასთან. მინდა, რომ შენც იყო საქმის კურსში. ისინი ძალიან კმაყოფილი არიან ბოლო კომუნიკაციებით, რომლებიც პროდუქტიული იყო. აჩვენეს [პრობლემების] გადაწყვეტის მიმართ ორმხრივი დაინტერესება, ნაწილობრივ ზემო ლარსი ფიგურირებს და არის სხვა პრობლემები. უფრო მეტიც, მათ სურთ ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ. მიუხედავად იმისა, ტრანსპორტთან დაკავშირებული ვითარება გამწვავდება თუ არა, სულერთია, წარმოიშობა კონკრეტული პრობლემები. კიდეც მიმანიშნეს, რომ პერსპექტივაში არის რაღაც გეგმა, რაღაც ახალი დერეფნის მშენებლობის, რომელიც თქვენ და ჩვენ დაგვაკავშირებდა,” – ამბობს აუდიო ჩანაწერში კარასინი.

ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურების და დამატებითი დეტალების მიღების მიზნით ჩვენ ვცდილობდით ზურაბ აბაშიძესთან დაკავშირებას, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. თუმცა მან აღნიშნული საუბრის ნამდვილობა დაუდასტურა “პირველ არხს” და აღნიშნა, რომ ციტატა: „ორჯერ მოვისმინე ჩანაწერი, ავთენტური საუბარია და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი.”

მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი 2022 წლის 20-21 ივნისს შედგა.

როგორ აფასებს კარასინი-აბაშიძეს საუბარს პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია? – ვნახოთ ვიდეო.