სკოლის ეზოს შემოღობვა – გუმბათელების არჩევანი დასახლების საერთო კრებაზე

February 1, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში სკოლის ეზო შემოიღობება. გადაწყვეტილება დღეს გამართულ დასახლების საერთო კრებაზე მოსახლეობამ მიიღო. ამისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 16 000 ლარია გამოყოფილი. Შეხვედრაზე ასევე გაიჟღერა საქორწინო სახლის გარემონტების იდეამ. თუმცა  დამსწრეთა უმრავლესობამ სკოლის შემოღობვა არჩია. 

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე გვეუბნება, რომ სკოლის შემოღობვის იდეა წინა წელსაც აქტუალური იყო. Ის მიზეზებს განმარტავს.

სოფელ გუმბათში გამართულ დასახლების საერთო კრებას 50-მდე ადგილობრივი დაესწრო. სოფელში საქსტატის 2014 წლის მონაცემების მიხედვით, 479 მოსახლე ცხოვრობს.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მსგავსი შეხვედრა წალკის 35 სოფელში უკვე გაიმართა. დასახლების საერთო კრება ხვალ დარჩენილ 8 სოფელშიც ჩატარდება.