სოფელ განთიადის სკვერში დამატებითი ინფრასტრუქტურა მოეწყობა

February 1, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

Წალკაში, სოფელ განთიადში საბავშვო სკვერში სპორტული ტრენაჟორები და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება –  გადაწყვეტილება განთიადელებმა, 31 იანვარს სოფლის დასახლების კრებაზე მიიღეს.

პროექტი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 000 ლარით დაფინანსდება.

სოფელ განთიადში საბავშვო სკვერი გასულ წელს, შემოდგომაზე მოეწყო. დავინტერესდით რამ განაპირობა წელსაც აღნიშნული სკვერის პროექტის არჩევა. სოფლის რწმუნებული განმარტავს, რომ სკვერი ამ ეტაპზე მხოლოდ ბავშების გასართობადაა მოწყობილი. Წელს კი საბავშო ატრაქციონებს  სკამები, ტრენაჟორები და განათება დაემატება.

სკვერში დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებაზე საუბრობს დასახლების კრების მდივანი ნინო ანთაძეც.

Სოფლის რწმუნებული  რამაზ კონცელიძე გვეუბნება,  რომ დასახლების კრებაზე ასევე გაიჟღერა სარიტუალო ეზოს შემოღობვის და საცეკვაო დარბაზის ჭერის და იატაკის შეცვლის იდეებმა. თუმცა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ სკვერს მიანიჭა უპირატესობა.

სოფელ განთიადში კრებას სულ 102 ადამიანი დაესწრო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  დასახლების კრებების ჩატარება გუშინ  22 სოფელში დაიწყო. მათ რიცხვს დღეს კიდევ 13 სოფელი დაემატება.  შეხვედრები ხვალ დასრულდება.