საქართველოში მასშტაბური მოცულობის ევროკავშირის დროშა გაიშალა – “ევროპული მარში”

December 9, 2023

დღეს, საქართველოში მასშტაბური მოცულობის ევროკავშირის დროშა გაიშალა, რომელსაც წინ უძღვოდა, “შენ ევროკავშირშის” აქტივისტების რეგიონებში საინფორმაციო ვიზიტები და სხვადასხვა ქალაქში დროშისთვის ვარსკვლავების დამზადება.

“ევროპული მარშის” მონაწილეებმა დღეს, ევროპის დროშებით და სხვადასხვა ლოზუნგებით, რესპუბლიკის მოედნიდან მეტეხის ხიდამდე გაიარეს.

მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომლმაც განაცხადა: „ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა და ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მათგან მე ველოდები, რომ გაითვალისწინებენ მიღებულ რეკომენდაციებს და ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული.”

აქვე გეტყვით, რომ 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. სავარაუდოდ 15 დეკემბერს კი – ცნობილი გახდება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი.