ავტორი: მირანდა ფუტკარაია
აჭარიდან ეკომიგრანტი ნაირა ბოლქვაძე რამდენიმე წელია მარნეულის სოფელ მარადისში მეურნეობას მისდევს. ეს მისი სამეურნეო ნაკვეთია, სადაც ბოსტნეული მოჰყავს . ამავდროულად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „მწვანე მარადისის” წევრია. კოოპერატივი, ამ ეტაპზე, 10 წევრისგან შედგება.
სოფელ მარადისში, „მწვანე მარადისის” ბაზაზე 9 დეკემბერს სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობა გაიხსნა. სადემონსტრაციო ნაკვეთში საჩითილე სუბსტრატებია გამზადებული და დათესილია ბოსტნეული კულტურები. როგორც კოოპერატივის წევრები ამბობენ, მათ წლების წინ არ ჰქონდათ პროდუქტების სწორად მოყვანის შესაძლებლობა. ბოსტნეული კულტურების ჩითილების სწორად წარმოების შესახებ ინფორმაცია პროექტის, “კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა- PRAISE MARNEULI”, დახმარებით მიიღეს. პროექტი მარნეულში 2021 წლიდან ხორციელდება.
ქალთა კოოპერატივის წევრებმა თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს. სადემონსტრაციო ნაკვეთის გახსნის ღონისძიების ორგანიზატორი CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი კი განმარტავს, თუ რატომ არის მარნეულის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში სასათბურე მეურნეობის გახსნა მნიშვნელოვანი.
სათბური თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი.. CENN-ის სოფლის მეურნეობის განვითარების ოფიცერი სანდრო გუჯაბიძე აღნიშნავს რომ სასათბურე მეურნეობაზე გადასვლა მნიშვნელოვანია და ჩითილების მეთოდით წარმოება, ფაქტობრივად, თესლის დანაკარგებს მინიმუმამდე ამცირებს . კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საუბრობენ პროექტის სხვა ორგანიზატორებიც.
სასათბურე ნაკვეთის გახსნის ღონისძიება CENN- ის მიერ HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს , გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობით მარნეულში მოსახლეობას შემოსავლის შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეს.