სოფელ მარტყოფსა და ნორიოში გარე განათების მოსაწყობად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია 503 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს — ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის თანახმად, სოფელ მარტყოფში გარე განათებისთვის მერია 400 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, ხოლო სოფელ ნორიოში – 100 ათასზე მეტის.
კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ “შპს მურიმ “ მიიღო და სამუშაოების შესასრულებლად მერიას 492`830 ლარი შესთავაზა. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასები პროცესი.
კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.