სადაო კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს-DRI

July 20, 2023

სადაო კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს –  ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

კანონით აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთის უცხოელებზე გასხვისება ამ დრომდე აკრძალულია, რაც არაერთხელ გამხდარა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების გაღიზიანების საბაბი. 

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად , , აფხაზეთის პარლამენტი „აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ახალი კანონის მიღებაზე და ამოქმედებაზე მსჯელობს. 

კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს „აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ აეკრძალებათ.