სოფელ მარტყოფსა  და ნორიოში გარე განათების მოწყობა იგეგმება#გარდაბანი

July 20, 2023

სოფელ მარტყოფსა  და ნორიოში გარე განათების მოსაწყობად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია 503 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს  — ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის თანახმად, სოფელ მარტყოფში გარე განათებისთვის მერია 400 ათასამდე  ლარის დახარჯვას გეგმავს, ხოლო სოფელ ნორიოში – 100 ათასზე მეტის.

კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ “შპს მურიმ “ მიიღო და სამუშაოების შესასრულებლად მერიას 492`830 ლარი შესთავაზა. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასები პროცესი.

კომპანიამ სამუშაოები  ხელშეკრულების გაფორმებიდან   3 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.