უცნობი რუსეთი | Неизвестная Россия #1

October 28, 2022

თეთრი ზღვის სანაპიროსთან მდებარე, პატარა დასახლებამდე ვერც გზებით და ვერც ბილიკებით მიხვალ. ხმელეთით ამ სოფლამდე მისაღწევად, მხოლოდ რკინიგზის გამოყენებაა შესაძლებელი.

ადგილობრივები ლიანდაგებზე ხელნაკეთ, მარტივ ურიკებს მიაგორებენ. სოლზის მცხოვრებნი წლების განმავლობაში ამასაც მიეჩვივნენ.

სოლზას ყრუ სოფელს ვერ უწოდებ. სევეროდვინსკიდან, ამ ადგილებამდე მხოლოდ 20 კილომეტრია. დიდი ქალაქის სინათლე სოფლის ბოსტნიდანაც ჩანს, მაგრამ სოლზამდე მანქანით მისვლა შეუძლებელია. ხრეშის გზას როლითაც სოფლის მიმართულებით მიდიხარ, გარკვეული დროის შემდეგ რკინიგზა ეღობება. სოფლის მცხოვრებნი ჩვეულებრივ ტრანსპორტს აქ, გზის განაპირას ტოვებენ. შემდგომ ფეხით ლიანდაგებით, რკინიგზის ხიდის გავლით. დიდი ქვეყნიდან, პატარა სოფელში მიმავალი ერთადერთი გზა ესაა.

https://www.youtube.com/watch?v=439HTybg-_w&list=PLiv8pM_LJbnyhLpaZSxjdCGMlO-yB4wK7