ახალციხის N2 საბავშვო ბაღის დანგრევა იგეგმება

October 28, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული N2 საბავშვო ბაღის დანგრევა იგეგმება, – როგორც მერის მოადგილე, ილია ზარდიაშვილი გვეუბნება, შენობის ამორტიზებულობის შესახებ დასკვნა სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს ეკუთვნის.

მისივე თქმით, მიმდინარეობს აუდიტორიული მომსახურეობის შესყიდვა, რათა დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების აღრიცხვა მოხდეს და დაიგეგმება საპროექტო სამუშაოების შესყიდვა. 

განახლება:

მიუხედავად იმისა, რომ ილია ზარდაიშვილის თქმით, ბაღი აღარ ფუნქციონირებს. ადგილზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ინფორმაციას გვიდასტურებს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მარინა მერაბიშვილიც. 

ჩვენა სევე მერის მოადგილესთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა გვითხრა, რომ არ ეცალა და ტელეფონი გათიშა. 

ახალციხის მერის მოადგილეს თქმით, ამ დროისთვის ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და ბენეფიციარები სხვადასხვა ბაღში არიან გადანაწილებული. 

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული ბაღის რეაბილიტაციისთვის ახალციხის მერია, ბიუჯეტიდან 930 000 ლარის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული დასკვნის შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის გათვალისწინებული თანხა, ახალი გზების მშენებლობის მუხლში გადაიტანეს.  გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.