თურქეთის და პოლონეთის ელჩები ახალციხეში, ქალაქ ვალეში სტალინის ქუჩის სახელის შეცვლის იდეაზე საუბრობენ. მათი თქმით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, “გაოცებას იწვევს ვალეში მდებარე ცენტრალური ქუჩა, რომელიც ჯერ კიდევ სტალინის სახელობის არის.”
პოლონეთის ელჩის განცხადებით კი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, სიმბოლური, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი საქართველოში არსებული ქუჩები და მუზეუმი, რომელიც სტალინის სახელს უკავშირდება, შეიცვლება.
აღნიშნულ თემაზე ელჩებმა თბილისში, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების შეხვედრაზე ისაუბრეს, სადაც რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და საბჭოთა სიმბოლიკის საკითხებზე მსჯელობდნენ.
სტალინის ქუჩა ვალეში — რას ფიქრობს ხალხი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი გვეუბნება, რომ ამ შემთვევაში მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს ქუჩის სახელის შეცვლა უნდათ თუ – არა. ამასთან მისივე თქმით, მერობის პერიოდში მასთან მიმართვა არ ყოფილა, არსებობის შემთხვევაში კი საკითხი საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ.
სტალინის სახელობის ქუჩა ვალეში — მოსახლეობა დასახელების შეცვლას ითხოვს
რატომ ვერ იცვლება ვალეში სტალინის ქუჩის დასახელება, მოქალაქეთა ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად? აღნიშნულ თემაზე ჩვენი ჯგუფი გასულ წელს აქტიურად მუშაობდა, მასალები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე: რატომ ვერ იცვლება ვალეში სტალინის ქუჩის დასახელება, მოქალაქეთა ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად? (სიუჟეტი)