Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

Წალკაში, თოვლიანი ტროტუარების გამო, ქვეითებს გადაადგილება უჭირთ

March 15, 2022

ავტორები: საიდა მამედოვა, ქეთი ბოლქვაძე

წალკის მუნიციპალიტეტში დათოვლილ ტროტუარებზე ქვეითებს გადაადგილება ურთულდებათ. ადგილობრივები უკმაყოფილებას საჯაროდ, სოციალურ ქსელშიც აფიქსირებენ.

„თოვს, თუ ფრენა არ შემიძლია და მანქანა არ მყავს, რა ვქნა, გზაზე საშიშია, ტროტუარები მუხლამდე თოვლშია,“ – წერს წალკაში მცხოვრები თათიანა შტადლერი.

წალკის მერიის სატენდერო კომისიის წევრის, მირზა გადრანის თქმით, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ ქუჩებზე. საკრებულოს წევრი ჯონი ღორჯომელაძე ასევე გვიდასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ გაიწმინდა ჭელიძის და იოანიდის ცენტრალურ ქუჩები.

წალკის მერიაში გვეუბნებიან, რომ ტროტუარების თოვლისგან და ყინულისგან გასუფთავების ვალდებულება იმ კომპანიას აქვს, რომელმაც მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. მათივე თქმით, კომპანიას დავალებული აქვს და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გ & ვ გრუპი​”, სატენდერო პირობების თანახმად, ვალდებულია 139 000 ლარის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზები და ტროტუარები გაწმინდოს. კომპანიაში დღეს ჩვენ ზარებს არ უპასუხეს.