ქურდობა ახალციხეში

January 12, 2022

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. მეპატრონის თქმით, სახლში არავინ იმყოფებოდა, დაბრუნებისას კი კარი ღია დახვდათ.

ფაქტზე, შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.