წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა — ხორცი 10.1%-ით, თევზეული 20.9%-ით გაძვირდა — საქსტატი

June 23, 2026

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2026 წლის მაისში,  წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე  საქართველოში 0.3 პროცენტით გაიზარდა,  წლიური ინფლაციის დონემ კი  5.7 პროცენტი შეადგინა. 

მონაცემები საქსტატმა 3 ივნისს გამოაქვეყნა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. გაძვირდა თევზეული, ხორცი და ხორცპროდუქტები, პური და პურპროდუქტები, ხილი და ყურძენი, ზეთი და ცხიმი, შაქარი, ყავა, ჩაი და კაკაო, რძის პროდუქტები, ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები.

კერძოდ, ფასები გაიზარდა:

  • თევზეულზე — 20.9%-ით;
  • ხორცსა და ხორცპროდუქტებზე — 10.1%-ით;
  • პურსა და პურპროდუქტებზე — 7.0%-ით;
  • ხილსა და ყურძენზე — 6.5%-ით;
  • ზეთსა და ცხიმზე — 6.1%-ით;
  • შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე — 6.0%-ით;
  • ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე — 5.4%-ით;
  • რძეზე, ყველსა და კვერცხზე — 4.1%-ით;
  • მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე — 1.5%-ით.

ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე — 7.0%-ით.

რას ფიქრობენ წალკაში მოქალაქეები გაძირებული პროდუქტების, დენის და საწვავის  ფასებზე. 

მისაღებია თუ არა პროდუქტის ფასები,  ყოფნით თუ არა პენსია და რა არის მათი ძირითადი შემოსავალი, ეს კითხვები ჩვენ წალკაში, მოსახლეობას დავუსვით. 

  უზუნალოვი ელიზაბეტა 72 წლის  მარტოხელა პენსიონერია, ამბობს რომ პენსია არ ჰყოფნის და ყოველთვე წამლები სჭირდება. არც დახმარებას იღებს. გვიყვება რომ იშვიათად ყიდულობს ხორცს, ქათამს, უკმაყოფილოა კარაქის ფასითაც.

სოფელ განთიადში ცხოვრობს ნათელა შამანაძე. ის პენსიონერია. ,, პენსია წალმებში არ მყოფნის და საკვებში როგორ მეყოფა? “ ნათელა შამანაძე ამბობს რომ საოჯახო მეურნეობაც არ აქვს დიდი, გაძვირებული ფასების გამო თესავს იმდენს, რამდენიც ოჯახს სჭირდება.

მერი დიმიტრაძე, სოფელ არწივანში ცხოვრობს, ისიც გაძირებულ ტარიფებზე წუხს. ამბობს, რომ მათი პროდუქტი რძე, ყველი, კარტოფილი იაფია, სხვა ყველაფერი კი ძვირი. წუხს გაძვირებულ ელექტროენერგიასა და საწვავზე.